fbpx
საბერძნეთი

ხვალ, 11 აპრილს, ავტობუსები და ტროლეიბუსები 08:30-დან 22:00-მდე იმუშავებენ

გავრცელებული ინფორმაციით, ხვალ, 11 აპრილს, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლები მორიგ გაფიცვას აცხადებენ და მხოლოდ კონკრეტულ საათებში იმუშავებენ.

კერძოდ, სამშაბათს ისინი იმუშავებენ მხოლოდ 08:30 საათიდან 22:00 საათამდე.

ამ დრომდე არსებული ცნობებით, ტრამვაი და მეტროს სამივე ხაზი იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

შეგახსენებთ, რომ ტემპის ტრაგედიის შემდეგ საჯარო ტრანსპორტის პერსონალი მუდმივ რეჟიმში იფიცება და ითხოვენ უსაფრთხოების უზრუნველყოფას როგორც საკუთარი, ასევე მგზავრების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დასაცავად.

onalem

ტესტ