fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ვაქცინირებული ადამიანების რიცხვმა 6 მილიონს გადააჭარბა – დიდი ოპტიმიზმი ექსპერტებს შორის

საბერძნეთში ვაქცინირებული ადამიანების რიცხვმა დღეს 6 მილიონს გადააჭარბა, რაც ქვეყნისთვის უდიდესი წარმატებაა.

ექსპერტები დიდ იმედებს ამყარებენ აღნიშნული რიცხვიდან გამომდინარე და ამბობენ, რომ ზაფხულისთვის უკვე მივაღწევთ 70%-იან ბარიერს, რაც ნიშნავს, რომ საბერძნეთის მოსახლეობას ექნება იმუნიტეტი, ხოლო სექტემბრის მეორე ნახევრიდან შესაძლოა პირბადეების ღია სივრცეში მოხმარება აღარ დაგვჭირდეს.

ქვეყანაში დღევანდელი მონაცემებით აცრილია 6.084.963 ადამიანი, რომელთაგან ორივე დოზა აქვს გაკეთებული 2.305.626 ადამიანს, ხოლო პირველი დოზა 3.904.284 ადამიანს.

“ფაქტია, რომ საბერძნეთში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა უმჯობესდება. მიუხედავად ამისა, ყველამ ვიცით, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა, ვიდრე ვირუსის გავრცელება მთლიანად არ მოექცევა კონტროლის ქვეშ,” აცხადებს სამოქალაქო დაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკოს ხარდალიასი.

onalem

ტესტ