fbpx
საბერძნეთი

სახიფათო იისფერი მედუზები საბერძნეთის წყლებში მომრავლდნენ – რამდენად უსაფრთხოა სანაპიროებზე გასვლა?!

საბერძნეთის წყლებში იისფერი მედუზების მომრავლება მოსახლეობაში შეშფოთებას იწვევს. ზაფხულის მოახლოვებასთან ერთად ხალხი სანაპიროებზე გასასვლელად ემზადება და ჩნდება კითხვა, რამდენად უსაფრთხოა ზღვაში ბანაობა მაშინ, როცა აღნიშნული ტიპის მედუზები სულ უფრო მრავლდებიან და მათგან დასუსხვა საკმაო რისკებს შეიცავს.

როგორც მედია იუწყება, არსებობს ვარაუდიც, რომ იისფერი მედუზების მომრავლება კლიმატური ცვლილებების პირდაპირი შედეგია. თუმცა, აღნიშნულ სახეობას, როგორც ჩანს, არ აქვს სეზონი და შესაძლებელია გამოჩნდეს წელიწადის ნებისმიერ დროს, გააჩნია, ჩვენ თავად როდის შევნიშნავთ მათ. 2023 წლის პირველ ოთხ თვეში დაფიქსირდა 16 მედუზა, ხოლო რაც უფრო იმატებს ტემპერატურა, მით უფრო იმატებს მათი რაოდენობაც.

რა შეიძლება გამოიწვიოს იისფერი მედუზის დასუსხვამ:

• მოძრაობის შეუძლებლობა
• Წნევის ვარდნა
• ტაქიკარდია
• თავის ტკივილი, ღებინება
• დიარეა
• ბრონქების სპაზმი
• Ჰაერის უკმარისობა.

საბერძნეთის საზღვაო კვლევების ცენტრის ბიოლოგი აცხადებს, რომ დაკვირვება მუდმივად მიმდინარეობს და აუცილებლად გავრცელდება ინფორმაცია, თუკი დადგინდება, რომ კონკრეტულ სანაპიროებზე ცურვა საფრთხეების შემცველია.

onalem

ტესტ