fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

თესალონიკში ქალმა საკუთარი ვაჟი დანით დაჭრა, როდესაც ეძინა – მისი მდგომარეობა მძიმეა

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა თესალონიკში, კერძოდ, პოლიხნის ტერიტორიაზე მოხდა. 71 წლის მოხუცმა საკუთარი ვაჟი დანით დაჭრა მაშინ, როცა მამაკაცს ეძინა.

როგორც ირკვევა, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, მისი მდგომარეობა ფასდება, როგორც ძალიან მძიმე. ჭრილობები მიყენებული აქვს თავის არეში და აქედან გამომდინარე, რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. პოლიციასა და სასწრაფო დახმარების ცენტრს დაჭრილის მამამ აცნობა, როდსაც მისი შვილი სიკვდილის პირას მყოფი ნახა, თუმცა, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა პირველადი დახმარება გაუწიეს და ამან გადამწყვეტი როლი ითამაშა.

71 წლის ქალი დააკავეს, როგორც პოლიცია იუწყება, მასაც და მის 44 წლის ვაჟსაც სერიოზული ფსიქიკური პრობლემები აქვთ, რამაც, სავარაუდოდ, ინციდენტი გამოიწვია.

მიუხედავად მისი ფსიქიკური მდგომარეობისა, საქმე აღძრულია მკვლელობის მცდელობის ბრალდებით.

onalem

ტესტ