fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი 20 წლამდე მოსახლეობაში ჭარბწონიანობის მხრივ მსოფლიო “ჩემპიონია”

როგორც ჩანს, საბერძნეთი კვლავ მსოფლიო ჩემპიონია მოსახლეობის ჭარბწონიანობის მხრივ, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, 20 წლამდე. საშუალოდ 18 წლის ბერძენი გოგონები და ბიჭები აჩვენებენ წონის მატებას ბოლო 20 წლის მანძილზე, 15-დან 7 კილოგრამამდე. ეს ყველაფერი მაშინ, როცა ამერიკაში იგივე მაჩვენებელი 2-4 კილოგრამით ნაკლებია, ხოლო ევროპაში 3-5 კოლოგრამით ნაკლები.

“ბავშვებისა და მოზარდების ძალიან დიდი რაოდენობა გახდა ჭარბწონიანია და ეს ყველაფერი იწვევს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაუარესებას, ამას გარდა, აქვს ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე და სოციალურ-ეროვნულ ფაქტორებზე. გასაგები ხდება, რომ ამ ფენომენის დაძლევა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს.

სიმსუქნე ხასიათდება, როგორ პანდემია, რომელიც აჩვენებს ხოლმე მცირე რეცესიას, ყოველ შემთხვევაში. ჭარბწონიანი ადამიანებისთვის ცხოვრების ხარისხი გაცილებით შემცირებულია, პარალელურად, მცირდება მათი სიცოცხლის ხანგრძლივობა, რადგან ჭარბი წონის გამო ხშირად ავადდებიან სხვადასხვა დაავადებებით: დიაბეტი, სიმსივნის სხვადასხვა ფორმები, ჰიპერტენზია და .შ. 

არსებული მონაცემებიდან გამომდინარე, ვინაიდან ეს პრობლემა გვაქვს ბავშვებსა და მოზარდებში, ბერძენი მკვლევარები რეკომენდაციას უწევენ სკოლებში ინტერვენციული პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას როგორც ბავშვებისთვის, ასევე, მათი ოჯახებისთვის, ჯანსაღი კვებისა და აქტივობის გაზრდის მიზნით,” აცხადებს თესალიის უნივერსიტეტის პროფესორი, იანის კუტენტაკის.

onalem

ტესტ