fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

16 წლის ბერძენი გოგონა, რომლის დედაც მოხუცს უვლის და დამლაგებლადაც მუშაობს, იტალიაში გაიქცა

16 წლის კატერინა გასულ ოთხშაბათს დედას სახლში არ დახვდა და არასრულწლოვან გოგონას მას შემდეგ ვერ პოულობდნენ. ქალმა შეატყობინა პოლიციასა და ორგანიზაციას “ბავშვის ღიმილი”, რომელთაც მისი ძებნა დაუყოვნებლივ დაიწყეს. თუმცა, უშედეგოდ. აღსანიშნავია, რომ კატერინას დედა დილიდან გვიან საღამომდე მუშაობს, რადგან უვლის მოხუცს და ამავე დროს, სახლებსაც ალაგებს.

საბოლოოდ, გოგონა მეგობარს მესენჯერის საშუალებით დაუკავშირდა და უთხრა, რომ იტალიაში, თავის ალჟირელ, 18 წლის შეყვარებულთან ერთად იმყოფება. როგორც ცნობილია, მათ ერთმანეთი ფეისბუქის საშუალებით გაიცნეს.

კატერინას დედა, ნერვიულობის ფონზე, შვილს უკან დაბრუნებას სთხოვს. პარალელურად კი, პოლიცია მისი ზუსტი ადგილსამყოფელის დადგენას ცდილობს.

ცხადია, რომ იტალიაში გამგზავრება ორივეს ნება-სურვილით მოხდა, მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს 18 წლის ალჟირელისთვის სისხლის სამართლის დანაშაულია, რადგან კატერინა ჯერ კიდევ არასრულწლოვანია.

onalem

ტესტ