fbpx
საბერძნეთი

რა შეიძლება შეიცვალოს საბერძნეთში ?! შემდეგი ნაბიჯები, რომელთა გადადგმასაც მთავრობა გეგმავს

საბერძნეთში ზომების მოხსნა მთლიანად არ დასრულებულა, ვინაიდან ღამით კვლავ არსებობს გადაადგილებაზე აკრძალვა. ამას გარდა, აკრძალულია მუსიკის ჩართვა და დაკვრა კაფეებსა და რესტორნებში და ჯერჯერობით გაურკვეველია ქორწილებსა და სხვა წვეულებებზე ხალხის დასაშვები რაოდენობა.

როგორც ტელეკომპანია ΣΚΑΙ იუწყება, 11 ივნისიდან ცნობილი გახდება, გაუქმდება თუ არა გადაადგილებაზე აკრძალვა, რომელიც 00:30 საათიდან 05:00 საათამდე მოქმედებს.

რაც შეეხება მუსიკის თემას, ექსპერტები აღნიშნულ გადაწყვეტილებასაც მომდევნო კვირაში მიიღებენ. ხოლო ქორწილებში 200 კაცის ყოფნა (100-ის ნაცვლად) შესაძლოა დასაშვები გახდეს 1 ივლისიდან.

ყველა აღნიშნული ინფორმაცია ეყრდობა რეალურ ვარაუდებს, თუმცა, ცხადია, საბოლოო სიტყვა ნიკოს ხარდალიასს ეკუთვნის, რომელიც საზოგადოებას მოგვიანებით ამცნობს ექსპერტთა მიერ განხილულ და გადაწყვეტილ საკითხებს.

onalem

ტესტ