fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: აფრენიდან რამდენიმე წუთში ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა – დაიღუპა 37 წლის პილოტი

გავრცელებული ინფორმაციით, თივას ტერიტორიაზე ერთძრავიანი თვითმფრინავი ჩამოვარდა. როგორც ჩანს, მცირე ზომის ხომალდს ტექნიკური პრობლემა შეექმნა აფრენიდან სულ რამდენიმე წუთში.

არსებული ცნობებით, თვითმფრინავს 37 წლის მამაკაცი მართავდა, სამწუხაროდ, ავიაკატასტროფის შედეგად სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო და გარდაიცვალა. მას 8 თვის ბავშვი დარჩა.

თვითმფრინავი ვოლოსის მიმართულებით მიფრინავდა, პილოტმა აფრენიდან რამდენიმე წუთში გააცნობიერა, რომ სისტემას პრობლემა შეექმნა და ფაქტობრივად, მუშაობა შეწყვიტა, შედეგად კი, აეროპორტის გარეთ, მინდორში ჩამოვარდა.

ადგილზე მუშაობდა სამედიცინო ბრიგადა და სამაშველო სამსახური, თუმცა, პილოტის გადარჩენა შეუძლებელი აღმოჩნდა.

onalem

ტესტ