fbpx
კრიმინალი

საბერძნეთი: ალბანელ მამაკაცს ცოლ-შვილი 2 წლის მანძილზე სახლში ჰყავდა გამოკეტილი და ფანჯარაშიც არ ახედებდა

ვოლოსიდან გავრცელებული ამბავი ფილმის სიუჟეტს ჰგავს, მაგრამ ეს რეალობაა. ალბანელ მამაკაცს 22 წლის მეუღლე და მათი 2,5 წლის ბავშვი, მთელი 2 წლის მანძილზე სახლში ჰყავდა გამოკეტილი და მზის შუქს არ ანახებდა, არც ფანჯრის გაღების საშუალებას აძლევდა.

ამბის შესახებ მაშინ გამჟღავნდა, როდესაც მეზობლებმა განწირული ყვირილი გაიგეს და 22 წლის გოგონას, ფაქტობრივად, მიუსწრეს, სხვა შემთხვევაში ალბანელი ქმარი ცემით მოკლავდა. როგორც ირკვევა, საუბარია ადამიანზე, რომელიც ე.წ. მაფიოზურ კანონებს მიჰყვება და ცოლს ფიზიკურად გაუსწორდა მას შემდეგაც, რაც აღმოაჩინა, რომ გოგონა გაუჩნდათ და არა ვაჟი.

ახალგაზრდა ქალმა ბერძნული ენა არ იცოდა, რადგან არც სწავლის საშუალებას აძლევდა და არც ვინმესთან კომუნიკაციის, მხოლოდ სახლში ჰყავდა ბავშვთან ერთად გამოკეტილი. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მცირეწლოვანი არ დაჰყავდა პედიატრთან და არც შესაბამის აცრებს უკეთებდა, ექიმს სახლშიც არ იძახებდა.

როცა მეზობლებმა პოლიცია გამოიძახეს, ქალი დასისხლიანებული იპოვეს, თავად 28 წლის ალბანელმა კი, გაქცევა სცადა, თუმცა, დააკავეს. რაც შეეხება დედა-შვილს, ისინი დაუყოვნებლივ საავადმყოფოში გადაიყვანეს, შესაბამისი დახმარების აღმოსაჩენად.

onalem

ტესტ