fbpx
კრიმინალი

სამუდამო პატიმრობა და + 14 წელი “ოქროს განთიადის” წევრობისთვის – პავლო ფისას უშუალო მკვლელის განაჩენი

გიორგოს რუპაკიასი, რომელმაც 7 წლის წინ პავლო ფისა სასტიკად მოკლა, გუშინ პოლიციის ორი მანქანით საკუთარი სახლიდან მთავარ განყოფილებაში გადაიყვანეს.

საბერძნეთის სასამართლომ მას მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა, ხოლო კრიმინალური ორგანიზაციის, “ოქროს განთიადის” წევრობისთვის +14 წელი მიუსაჯა.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემულია ორგანიზაციის 39 წევრი.

ნიკოს მიხალოლიაკოსი და ილიას კასიდიარისი პოლიციას გუშინ ჩაბარდნენ. დღეიდან უკვე დაიწყება ფორმალური პროცესები მათი საკნებში გადასაყვანად.

onalem

ტესტ