fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში საგანგებო ზომებს იღებენ – ორშაბათიდან ამინდი მკვეთრად უარესდება

როგორც უკვე ცნობილია, მომდევნო კვირიდან საბერძნეთში ამინდი მკვეთრად უარესდება და კვლავ ნალექია მოსალოდნელი. კლიმატური ფენომენი იტალიიდან საბერძნეთში ხვალ ღამის საათებიდან დაიწყებს შემოსვლას და თავდაპირველად იონიის ზღვაში, შემდეგ კი, მაკედონიის ტერიტორიაზე გავრცელდება.

სამოქალაქო დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საგანგებო ზომებს იღებენ ვოლოსში, კარდიცასა და ტრიკალაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ წინა ჯერზე წყალდიდობის შედეგად, ფაქტობრივად, ამ დრომდე კრიტიკული მდგომარეობაა.

სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ თესალიაში, იპიროსა და მაკედონიის ტერიტორიაზე, შესაძლებელია იონიის ზღვის ტერიტორიაზეც. კლიმატური ფენომენი თავის პიკში შევა სამშაბათსა და ოთხშაბათს.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს და კონკრეტულად, ათენს, ნალექი მოსალოდნელია ოთხშაბათსა და ხუთშაბათს, ტემპერატურის რადიკალური ვარდნა არ არის მოსალოდნელი, სამშაბათის ჩათვლით მოსალოდნელია 27-დან 32 გრადუსამდე, ხოლო ოთხშაბათიდან 25 გრადუსი დაფიქსირდება.

 

onalem

ტესტ