fbpx
საბერძნეთი

მასობრივი ტესტირება მშვიდობიანი შობისთვის?! – რა იგეგმება საბერძნეთში?

საბერძნეთის ექსპერტთა საბჭო და პროფესორები დიდ შეშფოთებას გამოთქვამენ ქვეყანაში არსებულ ეპიდმდგომარეობასთან დაკავშირებით და პესიმისტურ პროგნოზებს აკეთებენ, თუ რაიმე დამატებითი ზომები არ იქნა მიღებული.

მიუხედავად ამისა, საბერძნეთის პრემიერს ხაზგასმით აქვს ნათქვამი, რომ ჰორიზონტალური კარანტინი გამორიცხულია და შობას ღია ეკონომიკით შევხვდებით.

გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად, მთავრობის მაგიდაზე დევს მასობრივი ტესტირების საკითხი. ექსპერტების რეკომენდაციის საფუძველზე, განიხილება, რომ მოსახლეობაში მასობრივად (უფასოდ) დარიგდეს სელფ-ტესტები, თუმცა, მათი რაოდენობა განსაზღვრული არ არის.

ამას გარდა, არ არის გამორიცხული, რომ საბერძნეთმა გაიმეოროს პორტუგალიის მაგალითი და უფასო ტესტებით მხოლოდ ვაქცინირებულები უზრუნველყოს.

მასობრივი ტესტირების იდეის მთავარი მიზანია, გამოვლინდეს კორონავირუსის გავრცელების მასშტაბები, ვინაიდან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს უსიმპტომო მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, ვიდრე საშობაოდ ხალხი მაგიდებთან და ერთმანეთის ოჯახებში შეიკრიბება, თანაც ახალი ვარიანტის არსებობის პირობებში, აუცილებლად უნდა იცოდეს თითოეულმა ადამიანმა, არის თუ არა ვირუსის მატარებელი, როგორც აცრილ, ასევე აუცრელ მდგომარეობაში.

onalem

ტესტ