fbpx
საბერძნეთი

წარმოუდგენელი შემთხვევა საბერძნეთში: ოჯახის წევრები კორონავირუსით ინფიცირებულის საავადმყოფოდან გაყვანას ცდილობდნენ

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთში ქსანთი ერთადერთ ტერიტორიად რჩება, სადაც ჯერ კიდევ კრიტიკული მდგომარეობაა და ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევები ფიქსირდება. ინციდენტი, რომლის შესახებაც მედია იუწყება, უპრეცენდენტოა.

გავრცელებული ინფორმაციით, ქსანთის საჯარო საავადმყოფოში მოთავსებულია პაციენტი, ეხინოსიდან, რომელსაც კორონავირუსი აქვს დადასტურებული. მისი ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მას არა Covid-19, არამედ სრულიად სხვა დაავადება აქვს და საავადმყოფოში მის სახლში წასაყვანად შეიჭრნენ.

მათი ქმედებები იყო ძალადობრივი და ამტკიცებდნენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანი აუცილებლად უნდა გამოსულიყო საავადმყოფოდან და ჩვეულ ცხოვრებას დაბრუნებოდა.

ვითარების გაუარესების თავიდან ასაცილებლად საჭირო გახდა პოლიციის ჩარევა და დაძაბულობა ნეგატიურად აისახა ექიმებსა და ექთნებზე, რომლებიც არსებული ვითარების გამო ისედაც რთულ პირობებში მუშაობენ.

onalem

ტესტ