fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: გაძვირდება თუ არა საჯარო ტრანსპორტის ბილეთები?!

საბერძნეთის ტრანსპორტის მინისტრმა, კოსტას კარამანლიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან ისაუბრა და შეეხო ისეთ თემებს, როგორებიცაა საჯარო ტრანსპორტის ბილეთებისა და ეროვნული გზატკეცილების გამოყენების საფასურის ზრდა.

კერძოდ, კარამანლიმ ხაზგასმით განაცხადა, რომ საჯარო ტრანსპორტის ბილეთების საფასურის მომატება არ იგეგმება და ისევე დარჩება როგორც ახლა არის. ამჟამად 90 წუთიანი ბილეთის საფასური 1.20 ევროა, ნაცვლად 1.40 ევროსი და აღნიშნული გადაწყვეტილება მიცოტაკიმ ჯერ კიდევ პანდემიის პირველი აფეთქების დროს მიიღო, როდესაც მოსახლეობის დახმარების პაკეტები შეიმუშავა.

მიუხედავად იმისა, რომ ცვლილება მხოლოდ რამდენიმე თვე უნდა ყოფილიყო ძალაში, საფასური არ შეიცვალა და ეკონომიური ფასი შენარჩუნდა.

რაც შეეხება, ეროვნული გზატეცილების გამოყენების საფასურს, შესაძლოა დაფიქსირდეს მცირე მატება, მაგრამ აღნიშნულიც იქნება შეძლებისდაგვარად კორექტირებული, ინფლაციის შესაბამისად.

 

onalem

ტესტ