fbpx
საბერძნეთი

“ვშიშობ, რომ მალე მკაცრი კარანტინი ერთადერთი გამოსავალი იქნება” – დიმოსთენის სარიიანის

პროფესორმა, დიმოსთენის სარიიანიმ მედიასთან ეპიდმდგომარეობასა და ომიკრონის ვარიანტის საფრთხეებზე ისაუბრა. მისი პროგნოზები არც თუ ისე ოპტიმისტურია იმის ფონზე, რომ ახლა ევროპას ომიკრონის ვარიანტი უტევს და ქვეყნები ნელ-ნელა ისევ შეზღუდვებისკენ მიდიან.

“ომიკრონის მუტაციის გავრცელების გამო, ვშიშობ, რომ უახლოეს მომავალში მკაცრი კარანტინი და ჩაკეტვა იქნება ერთადერთი გამოსავალი. საჭიროა დაუყოვნებლივი, მკაცრი ზომების მიღება. დადებითაც ვუყურებ ამ საკითხს.

სამი დოზით აცრილი ადამიანი თითქმის სრულიად დაცულია, გამოვხატავ ღელვას მათ მიმართაც კი, ვისაც ორი დოზა აქვს მიღებული, რადგან ომიკრონის არსებობის ფონზე, უსაფრთხოება მცირდება.

ვხედავ, რომ მორიგი შტორმი გვიახლოვდება, რამდენიმე კვირაში ამ რეგიონის უმეტეს ქვეყნებში ახალი შტამი დომინანტური გახდება და ჯანდაცვის საკმაოდ ძლიერ სისტემებს, რომელთაც დრო მოიგეს, უკიდურეს ზღვრამდე მიიყვანს,” აცხადებს პროფესორი.

სარიიანის პროგნოზით, 16 იანვრიდან ყოველდღიურად ისევ 6.000-მდე ინფიცირებულს დავითვლით/

onalem

ტესტ