fbpx
საბერძნეთი

შაბათ-კვირას ტემპერატურა 23 გრადუსამდე აიწევს, სამშაბათიდან კი, ისევ შემოდგომა საბერძნეთში

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური მიმდინარე კვირის უქმეებზე მზიან ამინდს გვპირდება, ჰაერი 23 გრადუსამდე გათებება, ტემპერატურა მცირედით დაბალი იქნება მხოლოდ ეგეოსის ზღვის კუნძულებზე, ვინაიდან იქროლებს ჩრდილოეთის ქარი.

შაბათს მცირე ღრუბლიანობა და პერიოდული წვიმა მოსალოდნელია კრეტასა და დოდეკანესის კუნძულებზე, რომელიც მალევე გადაივლის.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს, მოსალოდნელია უმეტესად მზიანი ამინდი, იქროლებს 6-7 ბალიანი ქარი, თუმცა, ტემპერატურა 16-დან 23 გრადუსამდე იმერყევებს. ცენტრალურ მაკედონიაში დილიდან მზიანი ამინდი იქნება, ტემპერატურა 13-დან 23 გრადუსამდე მოიმატებს.

რაც შეეხება კვირა დღეს, საგაზაფხულო ამინდი იქნება საბერძნეთის უმეტეს ტერიტორიაზე, მხოლოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონებშია მოსალოდნელი მცირე ნალექი.

მიუხედავად ამისა, როგორც სინოპტიკოსი, საკის არნაუტოღლუ პროგნოზირებს, მომდევნო კვირიდან, სამშაბათიდან, ამინდი კვლავ შემოდგომას მოგვაგონებს, როგორც მიმდინარე კვირაში, განსაკუთრებით უხვი წვიმა მოსალოდნელია ჩრდილოეთ საბერძნეთში, ხოლო ქვეყნის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში შუადღიდან საღამომდე მოსალოდნელია როგორც ნალექი, ასევე, ძლიერი ქარი.

onalem

ტესტ