fbpx
საბერძნეთი

რულა პისპირიგუს სასამართლო პროცესზე მისმა ადვოკატმა, ალექსის კუგიამ გონება დაკარგა

როგორც უკვე ცნობილია, რულა პისპირიგუს საქმე ცნობილ კრიმინალისტს, ალექსის კუგიას აქვს აღებული. ქალს საკუთარი შვილის მკვლელობა ედება ბრალად, კუგია კი, მის უდანაშაულობას ამტკიცებს.

როგორც ირკვევა, პისპირიგუს საქმეზე ბოლოს გამართულ პროცესზე ალექსის კუგიამ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა.

“ყველასთვის ცნობილია, რომ 1,5 წელია, რაც ჯანმრთელობის პრობლემას ვებრძვი. თავიდან ყველას ვუმალავდი, მაგრამ ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. მიუხედავად ამისა, დღევანდელი ფაქტი არ არის დაკავშირებული ამ პრობლემასთან. როგორც ექიმებმა მითხრეს, სხვა მიზეზით მოვკვდები.

ექთანმა მითხრა, რომ პულსი მინიმუმამდე დაეცა და გონება დავკარგე. მინდა საჯაროდ გადავუხადო მადლობა ქ-ნ ფიფის, ექთანს, რომელიც დამეხმარა. ამის მიზეზი გადატვირთული სამუშაო გრაფიკია და არა ის პრობლემა, რომლის წინაშეც ვდგავარ,” განაცხადა ადვოკატმა.

როგორც რამდენიმე თვის წინ გახდა ცნობილი, კუგიას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, თუმცა, ვინაიდან ადრეულ სტადიაზე აღმოუჩინეს, მკურნალობას ექვემდებარება. აღნიშნული ინფორმაცია გასული წლის აგვისტოში გავრცელდა.

onalem

ტესტ