fbpx
საბერძნეთი

1 ივნისიდან ახალი რეალობა საბერძნეთში – რა იცვლება ზაფხულის პირველი დღიდან?!

საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრი, თანოს პლევრი ტელეკომპანია ΕΡΤ-თან საუბრისას სიახლეს აანონსებს, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება.

როგორც პლევრი ამბობს, პანდემია ახლა რეცესიას განიცდის და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია, მონაცემები აჩვენებს, რომ არ არის მოსალოდნელი რაიმე ძლიერი აფეთქება, სწორედ ამიტომ, ექსპერტთა კომიტეტის რეკომენდაციით, 1 ივნისიდან პირბადის დახურულ სივრცეში ტარება აღარ იქნება სავალდებულო. მიუხედავად ამისა, მინისტრი განმარტავს, რომ იქნება გამონაკლისებიც.

“უნდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ მიღებული ზომების გაუქმებაზე, ჩვენ ვსაუბრობთ მათ დროებით შეჩერებაზე, რადგან წინ შემოდგომა გვაქვს,” ამბობს ის.

ამრიგად, 1 ივნისიდან, ფაქტობრივად, სრულად ვუბრუნდებით ჩველ ცხოვრებას, უკვე მოხსნილია ყველა შეზღუდვა, გაუქმებულია ვაქცინაციის სერთიფიკატები, ხოლო ზაფხულის 1-ლი დღიდან პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება აღარც დახურულ სივრცეებში. ეს ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ კონკრეტულ დაწესებულებებში, მაგალითად: საავადმყოფოები, კლინიკები, დიაგნოსტიკური ცენტრები და სავარაუდოდ, საჯარო ტრანსპორტი.

დეტალური განმარტებები თვის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ