fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: პოლიციის ოფიცერმა კაფეში გონებადაკარგული გოგონა სიკვდილს გადაარჩინა

ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც კაფეში ყოფნისას გონება დაკარგა, ძალიან იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან იქვე, სრულიად შემთხვევით, იმყოფებოდა საბერძნეთის პოლიციის ოფიცერი, რომელმაც ის სიკვდილს გადაარჩინა.

პანაიოტის კოსიფა კაფეში მეგობრებთან ერთად იჯდა, როდესაც დაინახა, რომ ახალგაზრდა გოგონამ გონება დაკარგა. ის მაშინვე მივიდა დასახმარებლად და მიხვდა, რომ სასუნთქი გზები ჰქონდა გადაკეტილი. პირველადი დახმარების წესებში დახელოვნებულმა ოფიცერმა იცოდა, რაც უნდა გაეკეთებინა და გოგონა, ფაქტობრივად, სიკვდილისგან იხსნა.

ადგილზე სასწრაფო დახმარება გამოიძახეს, თუმცა, რომ არა პანაიოტის დახმარება, შეიძლებოდა ყველაფერი ფატალურად დასრულებულიყო, რადგან იმ მომენტისთვის თითოეული წუთი მნიშვნელოვანი იყო.

ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენად გადამწყვეტია ადამიანის სიცოცხლისთვის პირველადი დახმარების წესების ცოდნა კრიტიკულ სიტუაციებში.

onalem

ტესტ