fbpx
საბერძნეთი

ხულიგანთა დაჯგუფებების დასასრული საბერძნეთში – კანონი მკაცრდება

საბერძნეთის სამოქალაქო დაცვის მინისტრის, ტაკის თეოდორიკაკოს განცხადებით, ქვეყანაში ხულიგანთა დაჯგუფებებს ბოლო მოეღება.

19 წლის ალკის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ, რომელიც მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივართა აგრესიას ემსხვერპლა, საბერძნეთში მნიშვნელოვანი ცვლილებებია მოსალოდნელი.

თეოდორიკაკოს განცხადებით, ასეთი გაერთიანებები იხურება, ხოლო გულშემატკივართა კლუბები მკაცრი პირობებით იმუშავებენ.

ამასთანავე, მინისტრმა დასძინა, რომ მკაცრდება სასჯელიც მათთვის, ვინც მსგავსი სახის დანაშაულს ჩაიდენს. იგულისხმება მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივართა შორის ძალადობა და სხვა ხულიგნური აქტები.

“გუნდებმა უნდა გაიგონ, რომ მათი ძალა არ არიან მოძალადეები. თავს შევიკავებ დეტალების გამჟღავნებისგან, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ გუნდებს ჯარიმებიც კი დაუწესდეთ, საჭიროების შემთხვევაში,” თქვა თეოდორიკაკომ.

 

onalem

ტესტ