fbpx
საბერძნეთი

ატიკის პარკი პატარა ვეფხვს გამოემშვიდობა – თეთრ ხასიიას ევთანაზია გაუკეთეს, რადგან ტკივილებისგან იტანჯებოდა

პატარა თეთრ ვეფხვს, რომელიც 28 თებერვალს ატიკის ზოოლოგიურ პარკთან იპოვეს, დღეს გამოემშვიდობა ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ დრომდე დიდი სიყვარულით ზრუნავდა მასზე და ყველაფერს აკეთებდა, რათა ცხოვრება გაეგრძელებინა. სამწუხაროდ, ეს შეუძლებელი აღმოჩნდა – პატარა თეთრი ვეფხვს, სახელად ხასიიას, დღეს ევთანაზია გაუკეთდა.

როგორც ცნობილია, ულამაზესი ვეფხვი ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების წინაშე იდგა, რომლებიც განუკურნებელი იყო, მიუხედავად დიდი მცდელობებისა და მზრუნველობისა, მას ძლიერი ტკივილები ტანჯავდა და ეს მდგომარეობა დიდხანს სიცოცხლის საშუალებას არ მისცემდა. სწორედ ამიტომ, უამრავი გამოკვლევის ჩატარების შედეგად, გადაწყდა, რომ ხასიიასთვის ევთანაზია გაეკეთებინათ.

აღსანიშნავია, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღეს მას შემდეგ, რაც ბერძენი და უცხოელი ვეტერინარებისგან შემდგარმა 12 კაციანმა კომიტეტმა დადო დასკვნა, მის მდგოამრეობასთან დაკავშირებით.

პატარა ხასიია იყო მაგალითი იმისა, რომ საბერძნეთში გარეული ცხოველების ყიდვა-გაყიდვა მიმდინარეობს და ამ დანაშაულის წინააღმდეგ კომპეტენტური ორგანოები უფრო მეტად უნდა გააქტიურდნენ. ვეფხვი ვიღაცამ შეიძინა, თუმცა, შემდეგ, როგორც ჩანს, ვერ მოუარა და პარკის ნაგავთან მიატოვა, ამ ყველაფერს კი, ცხოველისთვის ფატალური შედეგი მოჰყვა.

onalem

ტესტ