fbpx
საზოგადოება

“ვასილი არის ჩემი სიხარულის მიზეზი, სიყვარულს არ ვეძებდი, მაგრამ მოვიდა” – დესპინა ვანდი

ცნობილმა მომღერალმა, დესპინა ვანდიმ, გადაცემაში, “Καλύτερα δεν Γίνεται”, ისაუბრა როგორც თავის საქმიანობაზე, ასევე პირად ცხოვრებაზე და აღნიშნა, რომ მასზე ზემოქმედებას არ ახდენს ის ნეგატიური კომენტარები, რაც ბოლო პერიოდში იწერება, განსაკუთრებით ვასილის ბისბიკისთან მის ურთიერთობაზე.

“ყველას აქვს უფლება დაიწყოს ცხოვრება თავიდან, როდესაც ეს უნდა. გარდაქმნა, თუნდაც, პროფესიული, მოდის სადღაც 40 წლის ასაკში. ადამიანები ძალიან შეზღუდულები ვართ იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ. ძალიან რთული იყო, გამოვსულიყავი კომფორტის ზონიდან, მაგრამ 40 წლის ასაკში დავიწყე ფიქრი ინსტინქტურად, რომ რაღაც სხვა უნდა გამეკეთებინა, ასე გავბედე, რომ მეცადა თეატრი და ტელევიზია. წარმოიდგინე, ერთ დღეს კვდები და ფიქრობ, რომ არასოდეს გაგიბედავს ისეთი რაღაცების კეთება, რაც გინდოდა.”

ვანდი შეეხო საკუთარ პირად ცხოვრებას და ვასილის ბისბიკიზე ისაუბრა: “სიყვარული არ იყო ის, რასაც ვეძებდი, მაგრამ თავისით მოვიდა. შემთხვევით ჩვენს ცხოვრებაში არაფერი ხდება. ესეც იმიტომ მოხდა, რომ ასე იყო საჭირო და მე ერთი ძალიან ბედნიერი ადამიანი ვარ. არ მაწუხებს ყოველი ადამიანის მოსაზრება, რადგან მე მათ მოსაზრებებთან ერთად არ მძინავს. მყავს ადამიანი, რომელთანაც ვგრძნობ ნამდვილ ჰარმონიას, ვნებას და ბედნიერებას. თავს ვგრძნობ ქალად, ბავშვად და კიდევ ბევრ რამედ… ვასილი არის ჩემი ბედნიერების მიზეზი,” ამბობს ვანდი.

onalem

ტესტ