fbpx
საზოგადოება

სავარაუდოდ, აალებადი სითხე გადაისხა, საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა და 1-ლი სართულიდან გადახტა – ხალკიდიკიში 31 წლის ქალის დამწვარი ცხედარი იპოვეს

ბერძნული მედია ხალკიდიკიში მომხდარი ტრაგედიის შესახებ იუწყება, რომელსაც 31 წლის მარიანა ვლახოპანუს სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც ირკვევა, ახალაგზრდა ქალი გასულ პარასკევს გაუჩინარდა და მას შემდეგ ეძებდნენ, საბოლოოდ კი, მშენებარე სახლის ეზოში იპოვეს – მისი ცხედარი დამწვარი იყო.

პოლიცია აწარმოებს გამოძიებას და ვინაიდან არ არსებობს კრიმინალური დანაშაულის კვალი, გაჩნდა საფუძვლიანი ვარაუდი, რომ 31 წლის მარიანამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, თანაც უკიდურესად მძიმე ფორმით. მან, სავარაუდოდ, აალებადი სითხე გადაისხა, საკუთარ თავს ცეცხლი წაუკიდა და შემდეგ შენობის 1-ლი სართულიდან გადახტა. ადგილზე იპოვეს მისი ტელეფონიც, რომელიც ასევე დამწვარი იყო.

არსებობს ინფორმაცია, რომ ახალგაზრდა ქალმა სიცოცხლე თვითმკვლელობით სასიყვარულო იმედგაცრუების გამო დაასრულა, ხოლო გამოძიებას საბოლოო პასუხებს ექსპერტიზის შედეგები გასცემს.

onalem

ტესტ