fbpx
საზოგადოება

29 წლის იმიგრანტი საბერძნეთის კუნძულიდან გაღწევას ჩემოდანში ჩამჯდარი ცდილობდა

მიტილინის პორტის ხელმძღვანელობამ ჩემოდანი საეჭვოდ მძიმედ მიიჩნია და შემოწმების შედეგად შიგნით 29 წლის იმიგრანტი აღმოაჩინეს.

კერძოდ, ერთ-ერთი მგზავრი კავალასკენ მომავალი გემის ბორტზე ადიოდა, როდესაც კონტროლი გაიარა და მისი ჩემოდნის შემოწმებისას შიგნით ახალგაზრდა ბიჭი იპოვეს.

როგორც ირკვევა, ის მორიას ბანაკში ცხოვრობს და აუტანელი პირობების გამო კუნძულიდან გაღწევას ამ გზით ცდილობდა.

ცხადია, იმიგრანტი არღვევდა კანონს, რომლის მიხედვითაც, მას კუნძულის დატოვება არ შეუძლია. დააკავეს როგორც თავად 29 წლის ბიჭი, არამედ ის მგზავრიც, რომლის ჩემოდანშიც იჯდა.

onalem

ტესტ