fbpx
საზოგადოება

ხვალ, 18 თებერვალს, ათენი ტრანსპორტის გარეშე!

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 18 თებერვალს, ათენის საჯარო ტრანსპორტის მძღოლები გაფიცვას გეგმავენ.

სამშაბათს 24 საათის მანძილზე არ იმოძრავებს არანაირი ტრანსპორტი, გაიფიცებიან მეტროს, ტრამვაის, ელექტრო მატარებლის (ტრენოს), ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მძღოლები.

როგორც ცნობილია, გაფიცვა უკავშირდება სადაზღვევო სისტემას, რომელსაც ისინი აპროტესტებენ.

18 თებერვალს გადაადგილება, გარდა საკუთარი ავტომობილებისა, მხოლოდ ტაქსით იქნება შესაძლებელი.

onalem

ტესტ