fbpx
საზოგადოება

ბერძენმა მასწავლებელმა უპატრონო ძაღლი დანით განზრახ დაჭრა – აქცია მისი სახლის წინ

კადრები, რომლებიც ნიკეაში დაფიქსირდა, საკმაოდ მძიმე სანახავია. ირკვევა, რომ 50 წლის მამაკაცმა, რომელიც მასწავლებლად მუშაობს და სწავლების მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, ქუჩაში ძაღლი დანით დაჭრა. ის აცხადებს, რომ დანას საკუთარი უსაფრთხოებისთვის ატარებს.

ინციდენტი სამშაბათს მოხდა და როგორც თვითმხილველი ამბობს, დაინახა, როგორ იწვა მამაკაცი ძირს, ერთი ხელით ძაღლს თავს უჭერდა, მეორე ხელით კი დანას ურტყამდა. საბრალო ძაღლმა საშინელი დაზიანებები ფილტვებზე მიიღო და მისი ოპერაცია ოთხი ვეტერინარის მონაწილეობით ჩატარდა. მათ ყველაფერი გააკეთეს ძაღლის გადასარჩენად, თუმცა, მდგომარეობა უმძიმესია და მომდევნო 48 საათი მის ბედს გადაწყვეტს.

გუშინ ცხოველთა დაცვის ორგანიზაციის ათობით წარმომადგენელი მამაკაცის სახლთან შეიკრიბა და აქცია გამართეს.

მეზობლები ამბობენ, რომ მასწავლებელი მუდმივად აპროტესტებდა, როდესაც ისინი უპატრონო ცხოველების გამოსაკვებად მიდიოდნენ.

onalem

ტესტ