fbpx
საზოგადოება

“17 წელი ვცხოვრობდი შიშით, რომ დამიჭრდნენ, ციხიდან გაქცევას არ ვნანობ” – ელეონორა მელეტის დაუჯერებელი გადაცემა

კონსტანტინოს დანაოსი ის პატიმარია, რომელიც კრეტას ერთ-ერთი ციხიდან 17 წლის წინ გაიქცა და ეს ბოლო თვეების ყველაზე აქტუალური თემა იყო ბერძნული მედიისთვის. “ცნობილი თაღლითი” ელეონორა მელეტიმ საკუთარ გადაცემაში, “Μετά τα μεσάνυχτα”, მიიწვია და მან დეტალურად ისაუბრა იმ 17 წელზე, რომელიც შიშში გაატარა.

“როგორც ახალგაზრდა ბიჭი, ცუდი ადამიანების გარემოცვაში აღმოვჩნდი, რადგან არ ვიყავი ჩემს ოჯახთან ახლოს… ვთამაშობდი ცნობილი ადამიანის როლს, რომ ფული მომეპოვებინა და არ ვფიქრობდი შედეგებზე.

ალიკარნასოს ციხიდან შვებულების ნებართვით გამოვედი და უკან აღარ დავბრუნებულვარ. მთელი 17 წელი ვცხოვრობდი შიშით, რომ დამიჭერდნენ. მთელი 17 წლის მანძილზე, მას შემდეგ, რაც ციხიდან გავიქეცი, პოლიციის არანაირი კონტროლი არ გამივლია.

არასოდეს ვინანებ, რომ გავიქეცი… საბოლოოდ მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ვინაობა გამჟღავნდა, ციხეში დავბრუნდი, თუმცა, რამდენიმე დღის წინ გამათავისუფლეს და ვგრძნობ, რომ ცხოვრება თავიდან დავიწყე,” ამბობს დანაოსი.

onalem

ტესტ