fbpx
საზოგადოება

“ჩვენმა შვილებმა ცურვა არ იცოდნენ, ალბათ, პანიკისგან დაიხრჩვნენ” – რა მოხდა როდოსის სასტუმროში?!

როგორც უკვე ცნობილია, კუნძულ როდოსზე ორი თინეიჯერი გოგონა სასტუმროს აუზში ერთად დაიხრჩო. პოლიცია მომხდართან დაკავშირებით დამატებით ინფორმაციას ავრცელებს, მშობლები კი იუწყებიან, რომ მათმა შვილებმა ცურვა არ იცოდნენ და წყლის საკმაოდ ეშინოდათ.

ოჯახი საფრანგეთიდან არის და მათ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავთ. 6 წევრიანი ოჯახი როდოსზე დასასვენებლად იყო ჩამოსული და მათი შვებულება დიდი ტრაგედიით დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ დაახლოებით 17:00 საათისთვის 16 და 19 წლის დები ოთახებიდან აუზზე გამოვიდნენ და ვინაიდან ცურვა არ იცოდნენ, პატარა აუზს მიაშურეს, რომლის სიღრმეც 1.20 მეტრია, მაგრამ სავარაუდოდ, ადგილი და თავისუფალი შეზლონგი ვერ იპოვეს და ამიტომ 2 მეტრიანი აუზისკენ გაემართნენ.

მშობლები აცხადებენ, რომ გოგონები იმიტომ დაიხრჩვენენ, რომ, ალბათ, როდესაც აუზში ფეხის დადება ვერ მოახერხეს, საშინლად დაპანიკდნენ და შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა.

ერთი გოგონა აუზის ფსკერზე ჩაიძირა და უკვე დამხრჩვალი იყო, მეორეს კი პოვნისას პულსი ჯერ კიდევ აღენიშნებოდა, მაგრამ სასწრაფოს ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

onalem

ტესტ