fbpx
საზოგადოება

“ფეისბუქით 24 წლის ბიჭი გაიცნო, რომელიც მშობლებს არ მოსწონდათ” – 19 წლის ბერძენ გოგოს 4 დღეა ეძებენ

19 წლის გოგონას გაუჩინარება, კოროპიდან, ამ დრომდე იდუმალებით არის მოცული. ცნობილია მხოლოდ ის, რომ მშობლებს უთხრა, რომ სამსახურთან დაკავშირებულ გასაუბრებაზე, Jumbo-ში მიდიოდა, თუმცა, პოლიციის გამოძიების მიხედვით, იქ არასოდეს მისულა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა გოგონა, არტემის ვასილი, 16 ოქტომბერს გაუჩინარდა და მას შემდეგ ოჯახი და ახლობლები ყველანაირი გზით ეძებენ, თუმცა, უშედეგოდ.

მნიშვნელოვანი ცნობა არის ის, რომ გოგონამ ბოლო პერიოდში ფეისბუქის საშუალებით გაიცნო 24 წლის მამაკაცი, რომელსაც რამდენჯერმე შეხვდა. მის მშობლებს ეს ურთიერთობა არ მოსწონდათ, თუმცა, არტემისმა მამას მალევე გაუმხილა, რომ ბიჭს დაშორდა.

მეგობრები ამბობენ, რომ გოგონაზე დაშორებამ ძალიან ცუდად იმოქმედა და მუდმივად მოწყენილი იყო. ზოგადად კი, მას როგორც ჩაკეტილ პიროვნებას, ისე ახასიათებენ.

გაუჩინარების დღეს არტემისს თან ჰქონდა 40 ევრო და სახლიდან გასვლის შემდეგ არავის უნახავს.

onalem

ტესტ