fbpx
საზოგადოება

ვინ არის სამი უცხოელი, რომელთაც საბერძნეთის პრეზიდენტმა მოქალაქეობა მიანიჭა!

2 იანვარს საბერძნეთის პრეზიდენტმა, პროკოპის პავლოპულომ სამ უცხოელ მამაკაცს საბერძნეთის საპატიო მოქალაქეობა მიანიჭა. ისინი არიან ნამდვილი გმირები, რომელთა წინაშეც მთელი ქვეყანა ვალშია.

იბრაჰიმ მუსა მაჰმუდმა, ეიმათ ელ ხამისიმ და ერვინ განიმ მატის სასიკვდილო ხანძრისგან ათობით ადამიანი იხსნეს. ცეცხლის შესახებ ინფორმაციის გავრცელების პირველივე წუთებიდან ისინი საკუთარი ნავებით რაფინას პორტისკენ გაემართნენ და წყლიდან აჰყავდათ ხალხი, რომელიც ცეცხლს გაურბოდა.

ისინი ჰუმანიზმის მაგალითებად იქცნენ და დაეხმარნენ ქვეყანას, რომელმაც თავად საკუთარი კარი წლების წინ გაუღო.

45 წლის იბრაჰიმ მუსა საბერძნეთში 16 წლის ასაკში ჩამოვიდა. ის ეგვიპტიდან არის და ამბობს, რომ ჩამოსვლისთანავე ბერძნებთან არაჩვეულებრივი ურთიერთობები დაამყარა. მისი სოფელი ლამაზია, თუმცა ღარიბი, რის გამოც, მან ემიგრაციაში წასვლა გადაწყვიტა.

35 წლის ერვინ განი 23 წლის წინ ალბანეთიდან საბერძნეთში, ძმასთან ერთად ფეხით ჩამოვიდა. შემდეგ მშობლებიც ჩამოიყვანეს და მიუხედავად სირთულეებისა, მას ახლა ნორმალური ცხოვრება აქვს. მეთევზედ მუშაობა დაიწყო, პატარა ოთახი იქირავა და ამბობს, რომ ადგილობრივებისგან პატივისცემის მეტი არაფერი ახსოვს.

47 წლის ეიმათ ელ ხასიმი საბერძნეთში 17 წლის ასაკში ჩამოვიდა. მამასთან ერთად მეთევზედ მუშაობდა. ეგვიპტეში აღარ დაბრუნებულა და ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, ერთი სიტყვა ბერძნულიც არ იცოდა, ადგილობრივებმა დიდი სიყვარული და სითბო აჩვენეს. სწორედ ასეთ გარემოში გაატარა წლები ამ დრომდე.

სამივე მეთევზე უოყმანოდ გაემართა კრიტიკული ადგილებისკენ და სიკვდილისგან იხსნეს ხალხი, რომელთაც, როგორც თავად ამბობენ, შოკისგან მათთვის მადლობის თქმაც კი არ შეეძლოთ.

ახლა ისინი საბერძნეთის საპატიო მოქალაქეები არიან.

onalem

ტესტ