ემიგრანტებს, რომელთაც სოციალური დახმარება არ მიუღიათ, მეორე შანსი 17 იანვრიდან ექნებათ!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მათ, ვისაც საბერძნეთის მთავრობისგან სოციალური დახმარების სახით, გარკვეული თანხა არ მიუღია, მეორე შანსი ეძლევათ. პლატფორმა, რომელზეც განაცხადი უნდა შეავსოთ, 17 იანვრიდან კვლავ ამოქმედდება და ლეგალურად მცხოვრებ თითოეულ ემიგრანტს, ისევე, როგორც საბერძნეთის მოქალაქეებს, შეუძლიათ თავიდან შეავსონ განაცხადი დახმარების მიღების თაობაზე.

დაახლოებით 24, 000 ადამიანს, რომელთა შორის უამრავი ემიგრანტია, პრობლემა შეექმნა საბანკო ანგარიშთან და ΑΦΜ-ის ნომერთან დაკავშირებით, რის გამოც, მათი განაცხადი დროულად ვერ განიხილეს და ბენეფიციარებმა თანხა ვერ მიიღეს.

ვებ-გვერდი www.koinonikomerisma.gr 17 იანვრიდან ამოქმედდეა და 5 დღის მანძილზე იქნება ძალაში.

მოგიწოდებთ მიმართოთ ბუღალტერს ან შეავსოთ განაცხადები დამოუკიდებლად.

melano

ტესტ