fbpx
საზოგადოება

რა იცვლება 3 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან – ყველა ახალი ზომა საბერძნეთში

როგორც უკვე ცნობილია, სამშაბათიდან, 3 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან მთელი საბერძნეთის მასშტაბით ახალი ზომები შედის ძალაში. საზოგადოება უნდა მოემზადოს მინი კარანტინისთვის “ფორთოხლისფერ” ზონებში, მათ შორის ატიკაში, ხოლო “წითელ” ზონებში სხვადასხვა დაწესებულებები უკვე რამდენიმე დღეა დაკეტილია.

კერძოდ, წესდება:

1) პირბადის უნივერსალური ტარების ვალდებულება მთელ საბერძნეთში, არ აქვს მნიშვნელობა არის “მწვანე” თუ “ყვითელი” ზონა.

2) ასევე, გადაადგილება იკრძალება 00:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე.

3) საჯარო და კერძო სექტორში დასაქმებული ადამიანების 50% გადავა დისტანციურ მუშაობაზე.

4) უნივერსიტეტებიც გადავლენ დისტანციურ სწავლებაზე.

რაც შეეხება “წითელ” და “ფორთოხლისფერ” ზონებს, მათ შორის ატიკას, სამშაბათიდან, 3 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან ძალაში შედის შემდეგი ზომები:

იხურება კაფე-ბარები, ტავერნები და რესტორნები, მათი მუშაობა დასაშვებია მხოლოდ და მხოლოდ მიტანის სერვისის საშუალებით. იკეტება სავარჯიშო დარბაზები, მუზეუმები, კინოები, თეატრები. განსხვავებით გაზაფხულისგან, არ იკრძალება გადაადგილება მუნიციპალიტეტებს შორის.

იმუშავებენ მაღაზიები, სილამაზის სალონები და სასტუმროები, უსაფრთხოების წესების უმკაცრესი დაცვით.

გადაადგილება აღნიშნულ ზონებშიც დასაშვებია მხოლოდ 00:00 საათამდე და 05:00 საათის შემდეგ.

ამრიგად, სამშაბათიდან, თესალონიკს მინი-კარანტინის მხრივ, ათენიც უერთდება.

onalem

ტესტ