fbpx
განათლებასაბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთი: 20 სტუდენტ-პატიმარს ევროპის ღია უნივერსიტეტში სწავლის უფლება მიენიჭა

მთელ საბერძნეთში მდებარე 10 ციხიდან, 20-მა სტუდენტმა სტიპენდია მოიპოვა და ახალ სასწავლო წელს ევროპის ღია უნივერსიტეტში დაიწყებს.

კანდიდატთა შერჩევა 8 სექტემბერს მოხდა და შედეგები დაინტერესებულმა მხარეებმა განიხილეს. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება საბერძნეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ევროპის ღია უნივერსიტეტის რექტორს შორის დადებული ხელშეკრულების ფარგლებში, პატიმართა რეაბილიტაციისთვის.

შეთანხმება ითვალისწინებს, 20 ყოველწლიურ სტიპენდიას, რომელსაც მოიპოვებენ ციხეებში მყოფი სტუდენტ-პატიმრები.

2016-2017 აკადემიურ წელს 20-მა პატიმარმა ჩააბარა გამოცდები სკოლის დასრულების შემდეგ და სწავლას ევროპის ღია უნივერსიტეტში დაიწყებს. ამ გზით, მათ განათლების მიღების საშუალებას აძლევენ. სახელმწიფო პოლიტიკის მიზანია მოახდინოს პატიმართა საზოგადოებაში სწორი ინტეგრაცია, რთა მათ თანაბარი განათლება და მხარდაჭერა მიიღონ.

onalem

ტესტ