fbpx
საზოგადოება

ხელჩართული ჩხუბი მძღოლებს შორის ათენის ცენტრში (ვიდეო)

ეს არ არის ფილმის სცენა, ეს რეალური ფაქტია, რომელიც ათენის ცენტრში, დღისით მოხდა. როგორც ირკვევა, აბელოკიპის ტერიტორიაზე, კერძოდ, ფიდიპიდუს ქუჩაზე ორი მძღოლი ერთმანეთს დაუპირისპირდა.

კადრებიდან ჩანს, რომ ერთ-ერთი მათგანი თავზე კონტროლს კარგავს და მანქანაში მყოფ მეორე მამაკაცს იქიდან გადმოსვლას აიძულებს. სულ რამდენიმე წამში დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადადის და სამწუხაროდ, თავდაპირველად გამშველებელი არსად ჩანს.

გარშემო მყოფები უმოქმედოდ ადევნებენ თვალყურს მათ ჩხუბს და საბოლოოდ, მხოლოდ ერთი მამაკაცი რეაგირებს.

იხილეთ ვიდეო:

 

onalem

ტესტ