fbpx
პოლიტიკა

ევა კაილის, მის მამასა და მეუღლეს ბრალი წაუყენეს – ბრალდებებს შორის არის კრიმინალური ორგანიზაციის წევრობა

როგორც უკვე ცნობილია, ბერძენი პოლიტიკოსი, ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტი, ევა კაილი, კორუფციის ბრალდებით დააკავეს. როგორც ბელგიური პრესა იუწყება, მათ ბრალი უკვე ოფიციალურად წაუყენეს და გარდა დიდი თანხების აღებისა, ბრალდებებს შორის არის კრიმინალური ორგანიზაციის წევრობაც.

როგორც ირკვევა, დაკავებულია სულ ოთხი პირი, მათ შორის კაილის მეუღლე და მამა. ევროპარლამენტის ვიცე-პრეზიდენტის სახლში ნაღდი ფულით სავსე ჩანთები იპოვეს, რაც ნიშნავს, რომ კაილი ფაქტზე დააკავეს, ეს იყო ერთადერთი შესაძლო გზა საპარლამენტო იმუნიტეტის დასაძლევად.

რა თქმა უნდა, ევა კაილის შეჩერებული აქვს ყველა უფლება-მოსილება და მოვალეობა, რომელიც მას ჰქონდა, როგორც ვიცე-პრეზიდენტს. პოლიტიკოსი უკვე გარიცხულია ΠΑΣΟΚ-იდანაც.

ამ დროისთვის არსებული ცნობებით, ბერძენი პოლიტიკოსი და მისი ოჯახის წევრები კატარიდან იღებდნენ დიდ თანხებს, რათა გავლენა და ზემოქმედება მოეხდინათ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებებზე, ამ ქვეყნის სასარგებლოდ.

მის სახლში აღმოჩენილი თანხა ნახევარ მილიონ ევროს აჭარბებს.

onalem

ტესტ