fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“მოდით, ნუ შევალთ ახალ კარანტინში!” – კირიაკოს მიცოტაკის საგანგებო განცხადება

კირიაკოს მიცოტაკი გამოეხმაურა კორონავირუსის ინდური, ე.წ. დელტა შტამის გავრცელებას და მოსახლეობას საგანგებო სიტყვით მიმართა.

“მოდით, ნუ შევალთ ახალი შეზღუდვებისა და კარანტინის ლოგიკაში. ამ შტამის გავრცელებაზე ჩვენი პასუხი უნდა იყოს ვაქცინაციის დაჩქარება და გააქტიურება. ვაქცინირებული ადამიანები დაცულები არიან, ვისაც არ გაუკეთებია აცრა, საფრთხე ემუქრებათ და დიდია შანსი, რომ ამ მუტაციის გავრცელება სწორედ მათ შორის მოხდეს.

გთხოვთ, მათ, ვინც ასაკში ხართ, გადახედოთ ბოლო მონაცემებს, რეანიმაციაში მოთავსებულთა და სიკვდილიანობის მხრივ, ნახავთ, რომ ყველა ამ ადამიანს, რომელიც გარდაიცვალა, ვაქცინა რომ ჰქონოდა გაკეთებული, ბევრად მეტი შანსი ექნებოდა, ვირუსის მარტივად გადატანის,” თქვა პრემიერმა.

ექსპერტთა თქმით, დელტა შტამი ბრიტანულ შტამზე გაცილებით სწრაფად, დაახლოებით 60%-ით სწრაფად ვრცელდება და განიხილება ადგილობრივი კარანტინების დაწესების საკითხებიც, თუკი ის რომელიმე რეგიონში ან კუნძულზე განსაკუთრებით “აფეთქდება”.

 

onalem

ტესტ