fbpx
კრიმინალი

“ერთი წამით რომ შემოვბრუნებულიყავი, დღეს სახე არ მექნებოდა, მჟავა ზურგზე მომხვდა” – სევასტიანოს სომარაკის

სინოდალური სასამართლოს მდივანმა, სევასტიანოს სომარაკიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-სთან საუბრისას განაცხადა, რომ ის სახის განადგურებას რამდენიმე წამით გადაურჩა. მისივე თქმით, 37 წლის სასულიერო პირი გასულ წლებშიც ემუქრებოდა მიტროპოლიტებს და აღნიშნულ პროცესზეც მოელოდა, რომ არაადეკვატური რეაქცია ექნებოდა, მაგრამ ისეთ სისასტიკეს, რაც გააკეთა, ვერავინ იფიქრებდა.

“მჟავის პირველი ტალღა მე მომხვდა. ზურგით ვიყავი და ერთი წამით რომ შემოვბრუნებულიყავი, ახლა სახე არ მექნებოდა. მჟავა ზურგზე მომხვდა და ჩემი სამოსი სულ დადნა, ვინაიდან ბევრი რამ მეცვა, არ დავიწვი ისე, როგორც სხვები. სამოსი ერთ წამში იქცა ნაფლეთებად. 

სწრაფად გავიქეცი და წყლით ჩამოვიბანე მთელი სახე, შემდეგ კი გავიხადე, რაც მეცვა. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უმჯობესდება, დამწვრობაა, დრო უნდა, რომ მოშუშდეს. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად წავა. მეორე ხარისხის დამწვრობები მაქვს,” ამბობს ის.

როგორც უკვე ცნობილია, თავდასხმა განხორციელდა ყოფილი სასულიერო პირის მიერ, რომელიც ეკლესიიდან საერთოდ განკვეთეს.

onalem

ტესტ