fbpx
კრიმინალი

2.000 ევრო მოიპარეს, თუმცა, გზაში დაუცვივდათ – უიღბლო ძარცვა პატრასში

გავრცელებული ინფორმაციით, დანაშაული პატრასში მოხდა. ნიღბიანი პირები OPAP-ის ოფისში შეიჭრნენ და იქიდან 2.000 ევროს აღება შეძლეს.

როგორც ცნობილია, ორმა უცნობმა კლიენტები და მომუშავე პერსონალი იარაღის მუქარით აიძულა არ განძრეულიყვნენ, პარალელურად კი, სალაროდან თანხა და ბილეთები აიღეს. ამის შემდეგ სწრაფად გამოვიდნენ ოფისიდან და გაიქცნენ, თუმცა, ამისთვის მხოლოდ ველოსიპედი ჰქონდათ, რომელიც მოგვიანებით მიატოვეს.

ველოსიპედი მოპარული აღმოჩნდა, ხოლო იქვე ეყარა დაახლოებით 600 ევრო და ლატარიის ბილეთები, რომელიც მძარცველებს გაქცევისას დაუცვივდათ. მათდა სამწუხაროდ, მხოლოდ 1.200 ევროიანი “მოგებით” გაიქცნენ.

პოლიცია გამოძიებას თითის ანაბეჭდების საფუძველზე აწარმოებს. ველოსიპედი კი პატრონს უკვე დაუბრუნდა.

 

onalem

ტესტ