fbpx
კრიმინალი

ათენის საერთაშორისო აეროპორტში ორი მამაკაცი დააკავეს – რა გადმოჰქონდათ მათ საზღვარზე?!

საბერძნეთში შემოსვლას 30 და 56 წლის მამაკაცები ცდილობდნენ, რომელთაგან ორივე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ისინი პოლიციამ საზღვარზევე აიყვანა მას შემდეგ, რაც მკაცრი კონტროლი გაიარეს.

როგორც გაირკვა, ისინი საბერძნეთში, არც მეტი არც ნაკლები, 9 კილოგრამი ჰეროინის შემოტანას გეგმავდნენ და ათენში პაკისტანიდან ჩამოფრინდნენ.

9 კგ და 256 გრამი ჰეროინი 5 პაკეტში ჰქონდათ განაწილებული და სავარაუდოდ, ზუსტად იცოდნენ თუ სად და ვისზე გაყიდდნენ. პაკეტები ჩემოდნებში, ბოლოში ჰქონდათ ჩალაგებული და ათენში შემოღწევას ცდილობდნენ.

ჩამორთმეულია ოთხი მობილური ტელეფონი და 700 ევრო.

ორივე დაკავებული პროკურატურაში გადაიყვანეს.

onalem

ტესტ