fbpx
კრიმინალი

ათენი: პედოფილები გამომძიებლის ოფისში ჩვენების მისაცემად – რას ამბობენ მამაკაცები 12 წლის ბავშვთან შეხვედრაზე?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, გამომძიებლის ოფისში დღეს გადაიყვანეს სამი მამაკაცი, 33-დან 36 წლამდე, რომელთაც გამოძიების ინფორმაციით, ვიზიტები განახორციელეს 12 წლის გოგონასთან, ილიას მიხოს შუამავლობით.

ჩვენ ვსაუბრობთ, ფაქტობრივად, პედოფილებზე, რომლებიც საზოგადოებაში ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და პარალელურად, ბავშვთან სექსუალური კონტაქტით იყვნენ დაინტერესებულნი. საინტერესოა, რას ამბობენ ისინი საკუთარი თავის გასამართლებლად.

როგორც ირკვევა, ყველა მათგანი უარყოფს ბრალდებას, 33 წლის მამაკაცი ამტკიცებს, რომ ფსიქიკური პრობლემები აქვს, რასაც ადასტურებს ექიმი, რომელმაც ის პოლიციის მთავარ განყოფილებაში გასინჯა. მისი თქმით, 12 წლის ბავშვთან ვიზიტი სამჯერ დანიშნა, მაგრამ მხოლოდ ორჯერ შეხვდა, რადგან მესამედ თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით პრობლემა შეექმნა. ის კატეგორიულად უარყოფს, რომ ბავშვთან უშუალო სექსუალური კავშირი ჰქონდა.

რაც შეეხება 36 წლის მამაკაცს, რომელიც საჯარო საავადმყოფოს თანამშრომელია, ამბობს, რომ გოგონასთან ვიზიტი აპლიკაციით დანიშნა, შეხვდა, მაგრამ არც თანხა მიუცია და არც ინტიმური აქტი შემდგარა მათ შორის.

ასევე, მესამე ბრალდებული, 34 წლის მამაკაცი ამბობს, რომ მასაც ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა აქვს.

საქმეზე გამოძიება სრული დატვირთვით მიმდინარეობს.

onalem

ტესტ