fbpx
კრიმინალი

ბერძენმა ქალმა მაღაზიის ვიტრინაში საკუთარი სახლიდან მოპარული სამკაულები იპოვა

49 წლის ბერძენი ქალი, არახოვადან, თვალებს არ უჯერებდა, როცა მაღაზიებში საყიდლებზე გავიდა და თვალიერებისას ერთ-ერთ ვიტრინაში საკუთარი ნივთები შენიშნა.

ინციდენტი პატრასში მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქალის სახლში მძარცველები 27 ოქტომბერს შეიჭრნენ და ფული და ძვირფასეულობა წაიღეს, შემდეგ კი, როგორც ჩანს, მარტივად გაყიდეს პატრასში მდებარე მაღაზიის მფლობელზე. მათი ვინაობა პოლიციამ ამ დრომდე ვერ დაადგინა.

როგორც კი ქალი დარწმუნდა, რომ ნივთები, რომელსაც ვიტრინაში ხედავდა, ნამდვილად მისი იყო, პოლიციას შეატყობინა.

ოფიცრებმა მაღაზიის 35 წლის მფლობელი მოპარული საქონლის შეძენის ბრალდებით დააკავეს, ხოლო გამოძიება, მძარცველთა ვინაობის და ადგილსამყოფელის დასადგენად, გრძელდება.

onalem

ტესტ