fbpx
კრიმინალი

მჟავით თავდასხმა 49 წლის ქალზე საბერძნეთში: მან სახეზე სერიოზული დამწვრობები მიიღო

გავრცელებული ინფორმაციით, მესინიში 49 წლის ქალზე მჟავით თავდასხმა მოხდა. არსებული ცნობებით, მას თავს მამაკაცი დაესხა, როდესაც გამთენიის 4 საათზე სამსახურში მიდიოდა.

როგორც ირკვევა, ქალბატონი სამსახურის შენობაში შესასვლელად კარის გაღებას ცდილობდა, როდესაც სრულიად უცნობი მამაკაცი წამოეწია, თავს დაესხა და სახეზე მწველი სითხე შეასხა. მსხვერპლი შოკურ მდგომარეობაში ჩავარდა და წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო, თავდამსხმელი კი, გაიქცა.

ქალბატონი კალამატას ოფთალმოლოგიურ კლინიკაშია მოთავსებული, ვინაიდან სახეზე, განსაკუთრებით თვალის არეში სერიოზული დამწრობები აქვს მიღებული, თუმცა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, რათა მამაკაცის ადგილსამყოფელი დადგინდეს.

onalem

ტესტ