fbpx
კრიმინალი

27 წლის ანასტაზიას გაუჩინარების საქმე: ბანგლადეშელის სახლში ქერა თმის ღერები იპოვეს

27 წლის ანასტაზიას გაუჩინარების საქმეზე გამოძიებას მნიშვნელოვანი სიახლეები აქვს. როგორც ცნობილია, გამოძიება ჩატარდა 32 წლის ბანგლადეშელის სახლში, რომელიც ამ დროისთვის გოგონას საქმის მთავარი ეჭვმიტანილია და ბინაში ქერა თმის ღერები იპოვეს. ახლა უნდა დადგინდეს, ეკუთვნის თუ არა ისინი გაუჩინარებულს.

27 წლის ანასტაზია სასტუმროში მუშაობდა თავის შეყვარებულთან ერთად, რომელიც ასევე პოლონეთიდან არის და პოლიციასთან თანამშრომლობს.

საქმის კიდევ ერთი მთავარი ხელჩასაჭიდი არის მეზობელი ქალბატონის ჩვენება, რომელიც ამბობს, რომ ბანგლადეშელი პანიკურ მდგომარეობაში ნახა, რაც საკმაოდ უჩვეულოდ მოეჩვენა.

“სახლის გარეთ ვნახე, აშკარად პანიკაში იყო, მიდი-მოდიოდა და ტანსაცმელი ბალახითა და ქვიშით ჰქონდა მოსვრილი. შემდეგ ჩემს მეუღლეს ეძებდა, რომ მისთვის ბილეთი ეყიდა, კუნძულიდან წასასვლელად, ასეთ მდგომარეობაში პირველად ვნახე,” ამბობს ქალი.

დაგეგმილია, რომ შემოწმდეს კამერები, რომლებიც დამონტაჟებულია ქალის სახლის გარეთ, რომ 32 წლის ბანგლადეშელის შესახებ მეტი ინფორმაცია მიიღონ.

onalem

ტესტ