fbpx
კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა ეჭვიანობის ფონზე თესალონიკის ცენტრში: დაკავებულია ემიგრანტი მამაკაცი

საბერძნეთის პოლიციამ ემიგრანტი მამაკაცი სასტიკი მკვლელობისთვის დააკავა, რომელიც თესალონიკში, შუა ქუჩაში მოხდა.

ირკვევა, რომ 59 წლის ალჟირელმა, რომელიც საბერძნეთში ემიგრაციაში იმყოფება, 59 წლის ბერძენი დანით დაჭრა, შემდეგ კი მიიმალა, მაგრამ პოლიციამ ის დაახლოებით 24 საათში, მიტოვებულ შენობაში იპოვა.

წინასწარი გამოძიების საფუძველზე დადგინდა, რომ მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო.

ექიმების ცნობით, 58 წლის ბერძენმა იმდენად მძიმე დაზიანებები მიიღო, რომ საავადმყოფოში გადაყვანიდან რამდენიმე საათში გულის შეტევა განუვითარდა და გარდაიცვალა. თუმცა, დაგეგმილია ექსპერტიზა, რომ სიკვდილის მიზეზები ოფიციალურად გახდეს ცნობილი.

onalem

ტესტ