fbpx
საბერძნეთი

ცოლმა სახლიდან ყველაფერი წაიღო, ანგარიშებიდან თანხა მოხსნა, ქმარს მხოლოდ 1 ევრო დაუტოვა და საყვარელთან ერთად წავიდა

შემთხვევა, რომელიც ფილმის სიუჟეტი გეგონებათ, ლარისაში მოხდა, უახლოეს წარსულში. საუბარია მამაკაცზე, რომელიც მეუღლესთან განქორწინებას ითხოვს, მიზეზები კი, საკმაოდ ბევრი და შოკისმომგვრელია. პარალელურად კი, სასამართლომ განაჩენი უკვე გამოუტანა ცოლსა და მის საყვარელს, რომელთაც თავისუფლების 2 წლითა და 5 თვით აღკვეთა მიესაჯათ.

ირკვევა, რომ ქალმა ქმრის სახლიდან აბსოლუტურად ყველანაირი ავეჯი გაიტანა, როდესაც ის ადგილზე არ იმყოფებოდა, საუბარია ისეთ ნივთებზეც კი, რომელიც მხოლოდ ერთჯერადი გამოყენების იყო. ფაქტობრივად, მამაკაცს სახლი ცარიელი დაუტოვა. გარდა ამისა, მისი ანგარიშიდან გაიტანა 10.500 ევრო და სიმბოლურად მხოლოდ 1 ევრო დაუტოვა.

სასამართლოების მსვლელობისას ქმრის ადვოკატებმა აღმოაჩინეს, რომ ჯერ კიდევ 2017 წელს ქალმა საკუთარ საყვარელს მისცა მისი საკრედიტო ბარათი, რომლიდანაც საბერძნეთის სხვადასხვა რეგიონებში 29.168,64 ევრო დახარჯა. თუმცა, მამაკაცს სჯეროდა, რომ ამ თანხას მისი მეუღლე ხარჯავდა, ისიც ბავშვებისთვის.

ქალის საყვარელი დადიოდა რესტორნებში, საყიდლებზე, ყიდულობდა საწვავს, ასევე სამკაულებსაც კი, რომ ქალისთვის ეჩუქებინა. ანუ საკუთარ საყვარელს მისივე ქმრის ფულით ყიდულობდა ძვირფას სამკაულებს.

საბოლოო დასკვნით, მამაკაცს ცოლის ღალატი საერთო ჯამში 75.141,18 ევრო დაუჯდა, ეს ყველაფერი ხდებოდა 2016 წლიდან 2019 წლამდე და ქმრის კოშმარი მაშინ დაიწყო, როდესაც ΕΦΚΑ-დან დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ სადაზღვევო შენატანები არ იყო გადახდილო. შესაბამისად, ნელ-ნელა ფარდა აეხადა ქალის ყველა საიდუმლოს.

onalem

ტესტ