fbpx
საბერძნეთი

პანდემია და დისტანციები მიკონოსზე არ მოქმედებს – სრული განუკითხაობა კუნძულზე

აქ არავინ იცავს დისტანციას, არავინ ატარებს პირბადეს და არავის ადარდებს პანდემია – ეს მიკონოა, საბერძნეთის კოსმოპოლიტური და ყველაზე ძვირი კუნძული

მიკონოდან ვრცელდება კადრები, თუ რა ვითარებაა მატოიანას ვიწრო ქუჩებში, სადაც ასობით ადამიანი ირევა და ფაქტობრივად, სრული განუკითხაობაა.

სამწუხაროდ, ეს არ არის მხოლოდ ერთი დღის კადრები, მსგავსი ვითარება ფიქსირდება თითქმის ყოველდღიურად.

ამ დროისთვის კუნძულზე მცხოვრები მოსახლეობიდან 7.109 ადამიანია ვაქცინის ორივე დოზით აცრილი, ხოლო იქ სამუშაოდ ჩასულთა რაოდენობა 30.000-სს აჭარბებს. რამდენია აქედან ვაქცინირებული, ამ დრომდე უცნობია.

ირკვევა, რომ ჯავშნების მიხედვით, მიკონოზე ივლისი და აგვისტოს თვე განსაკუთრებით აქტიური იქნება და შემოსავალი ტურისტულ სექტორში საკმაოდ მაღალი იქნება.

onalem

ტესტ