fbpx
საბერძნეთი

გულისამაჩუყებელი ამბავი კრეტადან ბერძენზე, რომელმაც მის საცხობში მოსაპარად შესული ბავშვი დაასაქმა

ბერძნული მედია გულისამაჩუყებელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც კრეტაზე მოხდა. ამ ამბავს დიდი ისტორია აქვს და როგორც ირკვევა, 25 წელს ითვლის.

საუბარია მამაკაცზე, რომელის საცხობს ფლობს და 25 წლის წინ, ერთ-ერთ სამუშაო დღეს 12 წლის ბიჭს მაშინ წაასწრო, როდესაც იქაურობის გაქურდვას ცდილობდა. მან ის შეაჩერა და ნაცვლად იმისა, რომ დაეტუქსა ან საერთოდ, პოლიციაში განეცხადებინა, ჰკითხა, თუ რატომ ჩადიოდა ქურდობას.

მამაკაცი დაინტერესდა, რამ მიიყვანა სულ რაღაც 12 წლის ბავშვი იმ ზომამდე, რომ მოპარვა დაეწყო. მან ბავშვს უთხრა, რომ მისცემდა მსუბუქ სამუშაოს და როდესაც დრო ექნებოდა, შეეძლო მისულიყო და თავისი ჯიბის ფული გამოემუშავებინა.

ირკვევა, რომ ბავშვი დათანხმდა და ასე დაიწყო ცხოვრების სწორ გზაზე სიარული.

თუმცა, რა არის ამ ამბავში ყველაზე გულისამაჩუყებელი?! ის, რომ ეს ბავშვი, რომელიც დღეს უკვე 37 წლის არის, კრეტაზე ჩავიდა და საცხობის მფლობელი მოძებნა. ეს გააკეთა იმისთვის, რომ მადლობა გადაეხადა, სწორი ღირებულებების ჩამოყალიბებისა და შრომის ფასის სწავლისთვის.

“რაღაც პერიოდში მისი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და ბიჭი სრულიად დავკარგე. გუშინ ეს ბავშვი, რომელიც ახლა 37 წლის არის, ჩემთან სრულიად მოულოდნელად მოვიდა და მადლობა გადამიხადა, რომ ცხოვრების სწორი გზა ვაჩვენე. მან განათლება მიიღო და კარგი ოჯახიც შექმნა,” ამბობს საცხობის მფლობელი.

onalem

ტესტ