fbpx
საბერძნეთი

“ადრე კვირაში სამჯერ უკვეთავდნენ, ახლა კი, ერთი შეკვეთა შემოგვდის” – სუვლაკის ფასი რეკორდულ მაჩვენებელს აღწევს

საბერძნეთში ეროვნული კერძი რომ გაძვირდა, უკვე ცნობილია, მაგრამ პარალელურად, შემცირებულია მოთხოვნაც, რაც სწრაფი კვებოს ობიექტების მეპატრონეებს სერიოზული პრობლემების წინაშე აყენებს. ზოგან ტრადიციული სუვლაკის ფასი კი 4 ევროსაც კი აღწევს.

“ხალხი წუწუნებს, დიახ. ყველა არ არის გარკვეული ამ საკითხში და არ იციან, რა ხდება ბაზარზე. მომხმარებლები ფიქრობენ, რომ ჩვენ კიდევ რაღაცის მოგებას ვცდილობთ მაშინ, როდესაც თავად პროდუქციის შეძენის პრობლემა გვაქვს. ფასებს ჩვენ კიარ ვზრდით, არამედ იზრდება იმ პროდუქციის ფასი, რაც უნდა ვიყიდოთ. მზესუმზირის ზეთის ფასი თებერვალში 1,40 იყო, ახლა კი 3,20-3,50 ევროა, რაც შეეხება ხორცს, იანვრიდან ჯამში მატება 35%-ს აჭარბებს,” ამბობს სწრაფი კვების ობიექტების ქსელის მეპატრონე, არის ხრონოპულო.

ბატონი ხრონოპულო განმარტავს, რომ ადრე კვირაში საშუალოდ სამჯერ მაინც შედიოდა ერთი და იგივე მისამართიდან შეკვეთა, ხოლო ახლა ერთხელ “ძლივს” უკვეთავენ. ის ასევე გამოთქვამს შიშს, რომ პერსონალის შემცირება მოუწევს, რადგან ფიზიკურად ვერ შეძლებს მათთვის ხელფასების გადახდას.

onalem

ტესტ