fbpx
საბერძნეთი

ათენი უკვე ტურისტებით აივსო – აკროპოლზე შესასვლელად გრძელი რიგებია

ბერძნებმა სააღდგომოდ ქალაქები მასობრივად დატოვეს, მაგრამ შეიძლება თამამად ითქვას, რომ დღეს, 17 აპრილს, აკროპოლი და ტურისტული დანიშნულების სხვა ადგილები, არქეოლოგიური ტერიტორიები, ტურისტებით გადაივსო.

მთავარი ღირშესანიშნაობის, აკროპოლის შესასვლელთან გრძელი რიგები იდგა. ზოგადად, უნდა აღინიშნოს, რომ აპრილის პირველ ნახევარშიც კი, საბერძნეთს უკვე უამრავი ტურისტი ჰყავს. დიდი რაოდენობით ტურისტები არიან მონასტირაკზე, პლაკაზე, სინდაღმაზე, სადაც მათთვის ძალიან საინტერესოა ევზონების ნახვა და ა.შ.

საბერძნეთი 2023 წელს რეკორდული რაოდენობის ტურისტს ელის, ეს ჯერ კიდევ დასაწყისია, ჯავშნების რაოდენობა უკვე თავის პიკს აღწევს და ნავარაუდევია, რომ გადაასწრებს 2019 წლის ვითარებასაც, ვიდრე მსოფლიოს კოვიდ-პანდემია დაატყდებოდა თავს.

თუკი გადავხედავთ საერთაშორისო ფრენების რაოდენობას, მიმოსვლის ტენდენციას ათენის საერთაშორისო აეროპორთში და არა მარტო, ასევე ტურისტულ საიტებზე ხელმისაწვდომი სასტუმროებისა და ბინების რაოდენობას, ცხადია, რომ წელს ამ სფეროდან საბერძნეთი დიდ მოგებას ნახავს.

onalem

ტესტ