fbpx
საბერძნეთი

არასტაბილური ამინდი საბერძნეთში შაბათ-კვირამდე – აპრილის თვეში კვლავ ითოვებს

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში საბერძნეთში საკმაოდ არასტაბილური ამინდი იქნება. დღეს, სამშაბათს, განსაკუთრებით უხვი ნალექია მოსალოდნელი, თუმცა, პარალელურად, მაღალი ტემპერატურა დაფიქსირდება.

როგორც სინოპტიკოსები აცხადებენ, განსაკუთრებით უხვი ნალექი იქნება იონიის ზღვაში, დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთში, კუნძულოვან ტერიტორიებზე ნავარაუდევია სეტყვაც, ხოლო ჩრდილოეთით თოვლსაც ელოდებიან.

რაც შეეხება ატიკის რეგიონს და კონკრეტულად, ათენს, მოსალოდნელია პერიოდული წვიმა, თუმცა, ძირითადად ჩრდილოეთით. ჰერის ტემპერატურა 10-დან 21 გრადუსამდე იმერყევებს.

თესალონიკში ასევე მოსალოდნელია წვიმა და ქარი, ჰაერი კი 11-დან 18 გრადუსამდე გათბება.

 

onalem

ტესტ